არწივის ხეობა
ბუნების პირველი ძეგლი-,,არწივის ხეობაა პირველია რომელიც შეგვხვდება ამ მიმართულებით მგზავრობისას . ხეობა წარმოადგენს 4 მუდმივმოქმედი წყაროს წყალშემკრებს , რომელიც გაზაფხულზე წყლის მატებასთან ერთად ძალას იყენებს და ულამაზეს ჩანჩქერად იღვრება მწვანეში ჩაფლულ კირქვიან კედლებზე. მცენარეებით გარშემორტყმული ხეები და უზარმაზარი კირქვიანი ლოდები ტროპიკული ტყის იმიტაციას ქმნის .
მრავლადაა იფანი, რცხილა, ქართული მუხა, მაყვალი, კუნელი, ძეძვი . ზამთარში არწივის ხეობაში საოცარი სიმყუდროვე ისადგურებს, მხოლოდ წყლის ხმაური და ორბების ყრანტალი არღვევს ხანდახან თოვლივით ჩამოწოლილ სიჩუმეს. თეთრში გახვეულ კლდეებს ალაგ-ალაგ მარადმწვანე ფათალო და ღვია მშვენივრად მოსდებია. ფრინველთაგან გავრცელებული ორბი, ჭინჭრაქა, გველიჭამია არწივი, შევარდენი ყველაზე გამორჩეული მაინც შავი ყარყადია მისი ,,არწივის ხეობაში,,2003წ. ორნიტოლოგებმა ლექსო გვაშელაშვილმა და ზურა ჯავახიშვილმა აღმოაჩინეს. მის შემდეგ ყარყატებისწყვილმა 11 მართვე გამოზარდა არწივის ხეობაში.
2007წ. ,,არწივის ხეობაში მოურწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ფუნქციონირებს საინფორმაციო ცედნტრი მწვანე მოლზე მოწყობილია საპიკნიკე.